“სებ-ის კანონში ბოლო ცვლილებებმა შესაძლოა, ეროვნული ბანკის ავტონომია შეარყიოს” – S&P Global Ratings

“სებ-ის კანონში ბოლო ცვლილებებმა შესაძლოა, ეროვნული ბანკის ავტონომია შეარყიოს” – S&P Global Ratings

“ცენტრალური ბანკის კანონში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ავტონომია და პოლიტიკის შემუშავების ლანდშაფტი გაართულოს“, – ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ი აცხადებს, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში BB დონეზე შეინარჩუნა. როგორც სააგენტოს ოფიციალურ ვეგბვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოკლევადიანი რეიტინგიც B დონეზე რჩება, პროგნოზი კი „სტაბილურია“.

S&P Global Ratings-ი გამოქვეყნებულ რელიზში ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის ივნისში პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვილებებზე, რომლის საფუძველზეც სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოზიცია შეიქმნა. საერთაშორისო სააგენტოს მიაჩნია, რომ ახალმა თანამდებობამ შესაძლოა, პოტენციურად საფრთხე შეუქმნას ცენტრალური ბანკის ავტონომიას საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შემავალ ცვლილებებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაძლია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც.

ამას მოჰყვა ის, რომ ფონდმა (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეაჩერა, როგორც მათ, bm.ge-ს გასულ თვეს განუცხადეს, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და “ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს”.

Fitch-ის ინფორმაციით, “სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება”. IMF-ის მისია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯერ კიდევ განხილვის დროს აკრიტიკებდა. 


ცნობისთვის, ახალი კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…